ნობელიანტები ქიმიაში
იოჰან დაიზენჰოფერი (Johann Deisenhofer )
დაბადება: 1943-09-30 (გერმანია, აშშ)
გარდაცვალება:
ალმა–მატერი: ტეხასის უნივერსიტეტის სამხრეთ-დასავლეთის სამედიცინო ცენტრი დელასში, დელასი, ტეხასი,
პრემია:1988
"ფოტოსინთეზური სარეაქციო ცენტრის სამგანზომილებიანი სტრუქტურის დადგენისათვის"
სიცოცხლის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალური პროცესია ფოტოსინთეზი, რომელიც იყენებს მზის ენერგიას, რომ აწარმოოს ნახშირწყლები წყლისა და ნახშირორჟანგისგან. იოჰან დაიზენჰოფერმა შეისწავლა ბაქტერია, რომელსაც მწვანე მცენარის მსგავსად შეუძლია ფოტოსინთეზის პროცესის წარმართვა. ენერგიის გარდაქმნა ხდება ელექტრონების ტრანსპორტირების გზით რამდენიმე ცილის მეშვეობით, რომლებიც მიმაგრებულია სპეციალურ მემბრანაზე.1982 წელს მიშელმა მოახერხა ამ ტიპის ცილების კრისტალიზაცია. მომდევნო წელს ჰარტმუტ მიშელმა, იოჰან დეიზენჰოფერმა და რობერტ ჰუბერმა დაადგინეს ფოტოსინთეზური რეაქციის ცენტრის სტრუქტურა.
ბიოგრაფია
იოჰან დაიზენჰოფერი დაიბადა 1943 წელს გერმანიაში.
1965 წელს, 18 თვიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, ჩაირიცხა მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ფიზიკის შესასწავლად. შემდეგ, დეიზენჰოფერი გადავიდა ბიოფიზიკაზე დოქტორანტურის მისაღებად, შეუერთდა რობერტ ჰუბერის ახალ ჯგუფს მაქს პლანკის ინსტიტუტში 1971 წელს.
მან მიიღო დოქტორის ხარისხი1974 წელს და ჰუბერმა შესთავაზა მას პოსტდოქტორის თანამდებობა, რომელიც მუდმივი გახდა 1976 წელს.
1988 წლის მარტში დეიზენჰოფერმა მიიღო თანამდებობა ბიოქიმიის პროფესორად ტეხასის უნივერსიტეტის სამხრეთ-დასავლეთ სამედიცინო ცენტრში დალასში.
დეიზენჰოფერი არის აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, Academia Europaea-ს, გერმანიის ბუნების მეცნიერთა აკადემიის ლეოპოლდინას და ტეხასის მედიცინის, ინჟინერიისა და მეცნიერების აკადემიის წევრი.
სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ