ნობელიანტები ქიმიაში

 

რობერტ ჰუბერი (Robert Huber )

 

დაბადება: 1937-02-20 (მიუნხენი, გერმანია)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: მაქს პლანკის ინსტიტუტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა.

პრემია:1988

"ფოტოსინთეზური სარეაქციო ცენტრის სამგანზომილებიანი სტრუქტურის დადგენისათვის"

 

 

სიცოცხლის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალური პროცესია ფოტოსინთეზი, რომელიც იყენებს მზის ენერგიას,რომ აწარმოოს ნახშრწყლები წყლისა და ნახშირორჟანგისგან. ჰარმუტ მიშელმა შეისწავლა ბაქტერია, რომელსაც მწვანე მცენარის მსგავსად შეუძლია ფოტოსინთეზის პროცესის წარმართვა.ენერგიის გარდაქმნა ხდება ელექტრონების ტრანსპორტირების გზით რამდენიმე ცილის მეშვეობით, რომლებიც მიმაგრებულია სპეციალურ მემბრანაზე.1982 წელს მიშელმა მოახერხა ამ ტიპის ცილების კრისტალიზაცია. მომდევნო წელს ჰარტმუტ მიშელმა, იოჰან დეიზენჰოფერმა და რობერტ ჰუბერმა დაადგინეს ფოტოსინთეზური რეაქციის ცენტრის სტრუქტურა.

 

ბიოგრაფია

რობერტ ჰაბერი დაიბადა 1937 წელს მიუხენში.

1956 წელს ის სწავლობდა ქიმიას მიუხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

1971 წელს იგი გახდა მაქს პლანკის ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, სადაც მისმა გუნდმა შეიმუშავა ცილების კრისტალოგრაფიის მეთოდები.
ჰუბერი იყო ანალიტიკური ქიმიის ენციკლოპედიის ერთ-ერთი რედაქტორი.

2005 წლიდან ატარებს კვლევებს დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ცენტრში.

2006 წელს მან დაიკავა პოსტი კარდიფის უნივერსიტეტში, რათა განევითარებინა სტრუქტურული ბიოლოგია უნივერსიტეტში.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ