ნობელიანტები ქიმიაში
ჩარლზ პედერსენი (Charles J. Pedersen )
დაბადება: 1904-10-03 (პუსანი, კორეა (ახლანდელი ჩრდილოეთ კორეა, აშშ. )
გარდაცვალება: 1989-10-26
ალმა–მატერი: დუ პონტი. ვილმინგტონი, აშშ
პრემია:1987
"მაღალი შერჩევითობის სტრუქტურულ-სპეციფიკური ურთიერთქმედების მოლეკულების შემუშავება და გამოყენებისათვის"
ჩარლზ პედერსონი დაიბადა 1904 წელს პუსანში (დღევანდელი ჩრ. კორეა).
1920-იანი წლების დასაწყისში იგი აშშ-ში დეიტონის უნივერსიტეტში წავიდა ქიმიური ინჟინერიის შესასწავლად, სადაც მან ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში ორგანული ქიმიის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა და 1927 წელს მუშაობა დაიწყო E.I. du Pont de Nemours & Co-ში მკვლევარ ქიმიკოსად, სადაც მომდევნო 42 წელი იმუშავა.
ბიოგრაფია
სამეცნიერო მოღვაწეობა ხშირად ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს ისეთი მოლეკულების გავლენის შედეგად, რომლებსაც გარკვეული „ჯიბეები“ აქვთ, სადაც სხვა ატომებსა თუ მოლეკულებს მიერთება შეუძლიათ, 1967 წელს ჩარლზ პედერსენმა აღმოაჩინა ქრაუნ ეთერები, რგოლის ფორმის (ე.წ ring-shaped) მოლეკულათა ოჯახი, რომლებსაც უნარი აქვთ გარკვეული მეტალის ატომები რგოლის შუაში მოაქციონ (შებოჭონ). ეს მეტალის ატომები, შემდეგ შესაძლოა ორგანულ ნაერთებში გამოიყოს, რაც ადრე რთული იყო. ამ აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა ლაბორატორიებში ქიმიური რეაქციების წარმოება და ნაერთების მიღება.
სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ