ნობელიანტები ქიმიაში
ჯონ პოლანი (John C. Polanyi )
დაბადება: 1929-01-23 (ბერლინი, გერმანია, კანადა )
გარდაცვალება:
ალმა–მატერი: ტორონტოს უნივერსიტეტი. ტორონტო, კანადა
პრემია:1986
“ქიმიური ელემენტარული პროცესების დინამიკაში შეტანილი წვლილისათვის“
ჯონ პოლანი 1929 წლის 23 იანვარს ბერლინში დაიბადა.
იგი ინგლისში გაიზარდა და მანჩესტერის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც სადოქტორო (1952 წელი) და პოსტ-დოქტორული (1964 წელი) კვლევები შეასრულა. 1956 წლიდან ტორონტოს უნივერსიტეტში ასწავლიდა, 1974 წელს კი უნივერსიტეტის პროფესორის წოდება მიიღო.
ბიოგრაფია
ბუნების ერთ-ერთ ფუნდამენტურ პროცესს წარმოადგენენ ისეთი ქიმიური რეაქციები, რომლებშიც ატომებისაგან შემდგარი მოლეკულები ერთმანეთს ეჯახებიან და ახალ ნაერთებს წარმოქმნიან.
1950-იანი წლების მიწურულს ჰონ პოლანმა დაიწყო ქიმიური რეაქციების დინამიკის გულდასმით შესწავლისათვის მეთოდების შემუშავება. ქიმიური რეაქციის დროს ახლადწარმოქმნილი მოლეკულები ხანდახან ენერგიით ივსებიან, რომელიც შემდეგ ინფრაწითელი სინათლის სახით გამოიყოფა. ამ ძალიან სუსტი გამოსხივების გაზომვით, შესაძლოა მოლეკულათა კვანტური მექანიკური ენერგეტიკული მდგომარეობის დადგენა და რეაქციის გამოსახვა.
სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ