ნობელიანტები ქიმიაში

 

იუან ლი (Yuan T. Lee )

 

დაბადება: 1936-11-19 (ჰსინჩუ, ტაივანი, აშშ)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: კალიფორნიის უნივერსიტეტი, კალიფორნია

პრემია:1986

"ქიმიური ელემენტარული პროცესების დინამიკაში შეტანილი წვლილისათვის"

 

 

იუან ლი 1936 წლის 19 ნოემბერს ტაივანში დაიბადა.

1965 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი მიიღო. 1968-74 წლებში ჩიკაგოს უნივერსიტეტში ასწავლიდა. 1974 წელს აშშ-ს მოქალაქე გახდა, ჩიკაგოდან საცხოვრებლად ბერკლში გადავიდა, სადაც საკუთარი სამეცნიერო კვლევა განაგრძო.

 

 

ბიოგრაფია

ბუნების ერთ-ერთ ფუნდამენტურ პროცესს წარმოადგენენ ისეთი ქიმიური რეაქციები, რომლებშიც ატომებისაგან შემდგარი მოლეკულები ერთმანეთს ეჯახებიან და ახალ ნაერთებს წარმოქმნიან.

1960-იანი წლების მიწურულს დადლი ჰერშბახმა და იუან ლიმ დაიწყეს ქიმიური რეაქციების დინამიკის გულდასმით შესწავლისათვის მეთოდების შემუშავება. ფიქსირებული ენერგიის მქონე მოლეკულათა სხივები ისე მოეწყო, რომ მათ ერთმანეთი გადაეკვეთათ. სხივების გადაკვეთის ადგილას კი ქიმიური რეაქციები წარმოიქმნა. წარმოქმნილი მოლეკულების მოძრაობის, მასისა და ენერგიის გაზომვით, რეაქციათა გამოსახვაა შესაძლებელი.

 

სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ