ნობელიანტები ქიმიაში
დონალდ ჯეიმს კრამი (Donald J. Cram )
დაბადება: 1919-04-22 (ჩესტერი, აშშ., აშშ)
გარდაცვალება: 2001-06-17
ალმა–მატერი: კალიფორნიის უნივერსიტეტი, კალიფორნია აშშ.
პრემია:1987
"მაღალი შერჩევითობის სტრუქტურულ-სპეციფიკური ურთიერთქმედების მოლეკულების შემუშავება და გამოყენებისათვის"
დონალდ კრამი დაიბადა ჩესტერში.
1947 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში ორგანული ქიმიის დოქტორის ხარისხი მიიღო. იმავე წელს ლოს ანჯელსში კალიფორნიის უნივერსიტეტს შეუერთდა, სადაც 1956 წელს სრული პროფესორი გახდა.
ბიოგრაფია
ხშირად ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს ისეთი მოლეკულების გავლენის შედეგად, რომლებსაც გარკვეული „ჯიბეები“ აქვთ, სადაც სხვა ატომებსა თუ მოლეკულებს მიერთება შეუძლიათ, შემდეგ კი სხვა მოლეკულებს შეუერთდებიან. მას შემდეგ, რაც ჩარლზ პედერსენმა აღმოაჩინა ქრაუნ ეთერები - მოლეკულები, რომლებსაც გარკვეული მეტალის ატომის „დაჭერა“ შეუძლიათ, დონალდ კრამმა შეძლო მოლეკულების აშენება, რომელთაც შეუძლიათ გარკვეული ატომები და მოლეკულები მიიერთონ. ამან ქიმიური რეაქციების საშუალებით ისეთი ქიმიური ნაერთების მიღება გახადა შესაძლებელი, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ბიოლოგიურ პროცესზე.
სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ