ეს საინტერესოა

 

ამინომჟავების ქირალობის ცვლილება

საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა მხოლოდ ქიმიურ მეთოდებზე დაფუძვნებული L- დაD-ამინომჟავების ურთიერთგარდაქმნის მიდგომა. მომავალში ახალი მეთოდი შეცვლის დღესდღეობით არსებულ სამრეწველო მიდგომებს, რაც დაფუძვნებულია ფერმენტების გამოყენებაზე და მთელი რიგი ფარმაცევტული პრეპარატების გაიაფებაზე.

მაშინ, როცა L-ამინომჟავები წარმოადგენენ იაფ ქირალურ მოლეკულებს, რომელთა მიღებაც უპრობლემოდ შეიძლება განახლებადი წყაროებიდან (უჯრედებით ცილების სინთეზი მიმდინარეობს სწორედ L-ამინომჟავებიდან, ისინი ასევე წარმოიქმნება ცილების ჰიდროლიზის დროს), D-ამინომჟავები იშვიათად გვხვდება ბუნებაში და შედეგად, გაცილებით უფრო ძვირია. მიუხედავად იმისა, რომ ის ნაკლებად არის გავრცელებული ბუნებაში, D-ამინომჟავებს ფართო გამოყენება აქვს ფარმაცევტულ წარმოებაში - ისინი წარმოადგენენ მრავალი სამკურნალო პრეპარატების სამშენებლო მასალებს, მათ შორის მაგალითად პენიცილინის რიგის ანტიბიოტიკები ან სიმსივნის საწინააღმდეგო აგენტები, რომელთაგან ერთ-ერთია გოზერელინი.

 

სრულად

 

წყარო:Org. Biomol. Chem., 2013, DOI: 10.1039/c3ob40541a

 

გამოქვეყნებულია: 22-12-2013