ეს საინტერესოა

 

კანის სურნელს მელანომის დიაგნოსტირება შეუძლია

ახალი კვლევის შედეგები გვაუწყებს, რომ ადამიანის კანის სურნელით შესაძლებელია კანის კიბოს სასიკვდილო ფორმის მელანომის დიაგნოსტიკა.

მელანომით დაზიანებული უჯრედებიდან მომდინარე აქროლადი ორგანული ნივთიერებების უნიკალური ნიშანთვისებების განსაზღვრის შესაძლებლობის გარდა, ასევე წარმოდგენილი იყო ნანოტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია მელანომით დაავადებული უჯრედები ნორმალური უჯრედებისაგან განასხვაოს. კვლევის შედეგები საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ კანიდან გამოყოფილ ნივთიერებათა არაინვაზიური ანალიზის მეთოდი, შეიძლება გახდეს კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისათვის ფასეული ინსტრუმენტი.

მელანომა წარმოადგენს სიმსივნურ დაავადებას, რომელიც ზემოქმედებს მელანოციტებზე - კანის უჯრედებზე, რომელიც გამოიმუშავებს მელანინის მუქ პიგმენტს, რაც იწვევს ადამიანის კანის შეფერილობის ცვლილებას. ეს დაავადება განაპირობებს კანის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის დაახლოებით 75% -ს, ასე რომ მნიშვნელოვანია წინასწარი დიაგნოსტიკა, მითუმეტეს ადრეულ სტადიაზე დასმული პროგნოზი, რაც შესაძლებელს გახდის გაიზარდოს გამოჯანმრთელების შანსი. დღეისათვის არსებული დიაგნოსტიკის მეთოდები კანის ვიზუალურ დათვალიერებას ეყრდნობა, ცხადია დიაგნოზის შედეგები დამოკიდებულია როგორც თვითდათვალიერების სიხშირეზე, ასევე ექიმის კვალიფიკაციაზე.

ახალი გამოკვლევა ეყრდნობა ადამიანის კანიდან გამოყოფილ აქროლად ორგანულ ნივთიერებებს [volatile organic compounds (VOC)], რომელთა უმეტესობაც დამახასიათებელი სუნით გამოირჩევა.

 

სრულად

 

წყარო:Journal of Chromatography B, 2013; DOI: 10.1016/j.jchromb.2013.05.007

 

გამოქვეყნებულია: 12-11-2013