ეს საინტერესოა

 

ჰაერის დაბინძურება შეიძლება აუტიზმის მიზეზი გახდეს

ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შდეგები, საშუალებას იძლევა დავუშვათ, რომ დამაბინძურებელი ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ორსულ დედებს ორჯერ მეტი აუტიზმით დაავადებული შვილი ებადებათ, ვიდრე მათი ვინც ორსულობის პერიოდი შედარებით სუფთა ეკოლოგიურ პირობებში გაატარა.

კვლევის შედეგები გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ჰაერში დიზელის საწვავის გამონაბოლქვი აირებიდან, ისეთი ტოქსიკური კომპონენტების მოხვედრა, როგორიცაა ვერცხლისწყალი, ტყვია, მანგანუმი და დიქლორმეთანი, განაპირობებს აუტიზმით დასნეულებულ დაბადებულ ბავშვთა რისკის გაზრდას.

აუტიზმის სპექტრის დარღვევების გამომწვევი მიზეზები[AUTISM SPECTRUM DISORDER (ASD)] დღემდე გაურკვეველია, თუმცა არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს დარღვევები მოიცავს გენეტიკურ ბუნებას. ნავარაუდევია, რომ გარემო პირობებმა შეიძლება ითამაშოს თავისი როლი, თუმცა ცალსახად ამ ფაქტის მტკიცება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყოველ მეასე ახალშობილს აღენიშნება აუტიზმის სპექტრის აშლილობა.

 

სრულად

 

წყარო:Env. Health Persp., 2013, DOI: 10.1289/ehp.1206187

 

გამოქვეყნებულია: 22-12-2013