ეს საინტერესოა
ბაქტერიების აღმომჩენი ახალი ტიპის ფარანი
ბრიტანელმა მეცნიერებმა ფლუორესცენციის დახმარებით შეიმუშავეს ოქროსფერი სტაფილოკოკის (Staphylococcus aureus) აღმოჩენის, არსებულ მეთოდთან შედარებით ახალი ექსპრესული მეთოდი. ახალი მეთოდით შესაძლებელია ამ სასიკვდილო ინფექციური დაავადების ინსტრუმენტული სწრაფი დიაგნოსტიკა.ოქროსფერი სტაფილოკოკის ორივე შტამი - მეტიცილინრეზისტენტული და მეტიცილინით დამუშავებას დაქვემდებარებული (შესაბამისად MRSA და MSSA), მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის საავადმყოფოს ოთახებში შეიძლება იპოვონ, ეს ინფექცია ჯანდაცვისათვის სერიოზულ პრობლებას წარმოადგენს. შესაბამისი ტიპის მკურნალობის შესარჩევად კი აუცილებელია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა, რათა შეჩერებულ იქნას ეპიდემიის აფეთქება პირველივე სტადიაზე. თუმცა არსებული სკრინინგული მეთოდები მაღალი ღირებულებით და ანალიზის ხანგრძლივი დროით გამოირჩევა.
კვლევების ფუძემდებელი ადამ ლე გრესლი (Adam Le Gresley) კინგსტონის უნივერსიტეტიდან აღნიშნავს, რომ სტაფილოკოკის აღმოჩენის უკვე არსებული მეთოდების ტექნოლოგიის პრობლემას წარმოადგენს დროის ხანგრძლივობა, რომელიც ამ მიკროორგანიზმის აღმოჩენას სჭირდება - რადგანაც აუცილებელია ბაქტერიის კულტურის გამოყვანა ან ნიმუშში დნმ რაოდენობის გაზრდა PCR მეთოდის (PCR - მიკრობიოლოგიის ექსპერიმენტული მეთოდი, რომელის საშუალებითაც ხდება ნუკლეინმჟავების გარკვეული ფრაგმენტის მცირე კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა) დახმარებით და ამ ოპერაციის უშუალოდ ადგილზე შესრულებაც ყოველთვის არ არის შესაძლებელი.
წყარო:Org. Biomol. Chem., 2013, DOI:10.1039/c3ob40150b
გამოქვეყნებულია: 10-06-2013