ეს საინტერესოა

 

ქიმიკოსები ტვინის ქსოვილს გამჭვირვალეს ხდიან

ნეირობიოლოგიიის სპეციალისტების საუკუნოვანი კვლევების მიუხედავად, ჯერ კიდევ ყველა საიდუმლო არ არის ამოხსნილი, თუ როგორ სწავლობენ და აზროვნებენ ადამიანები. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ამ ამოცანის გადაწყვეტაში დახმარება შეუძლია თვით ტვინის მთლიან სურათს, რომელშიც ჩანს მილიარდობით ნეირონების ერთმანეთთან ურთიერთ¬ქმედება.

თანამედროვე პირობებში ასეთი კავშირის სქემების შესაქმნელად მკვლევარებს უწევთ ტვინის ულტრათხელი კვეთების შექმნა. ასეთი ჭრილების ანალიზი და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მიღებულია თითოეული ასეთი კვეთის დროს, საშუალებას იძლევა აგებულ იქნას თავის ტვინის შიდა კავშირების სამგანზომილებიანი მოდელი.

ნეირონებს შორის კავშირების სრული სურათის დადგენის მეთოდი, რომელიც შეძლებდა ტვინის ქსოვილი ექცია გამჭვირვალედ, შეიძლება გახდეს მეთოდი, რომლის შემუშავება საშუალებას მოგვცემდა თავიდან აგვეცილებინა ტვინის ულტრათხელი პრეპარატების მიღების აუცილებლობა. ასეთი რევოლუციის აუცილებლობა რომელზეც ასე დიდხანს საუბრობდნენ ნეირობიოლოგები, გადაწყვეტილია - სტენფორდიდან მკვლევარებმა კარლ დეისეროტის (KarlDeisseroth) ხელმძღვანელობით შეიმუშავეს და დააპატენტეს მეთოდი „სიცხადე“ (Clarity), რომელიც საშუალებას იძლევა ტვინის ქსოვილი გამჭვირვალე ჰიდროგელში გარდაქმნას.

 

სრულად

 

წყარო:Nature, DOI: 10.1038/nature12107

 

გამოქვეყნებულია: 18-06-2013