ეს საინტერესოა
ელემენტი, რომელიც ოქროს მიღების მცდელობისას იქნა აღმოჩენილი
1669 წელს გერმანელი ალქიმიკოსი ბრანდ ჰენინგი ფილოსოფიური ქვის ძიებისას შეეცადა შარდიდან ოქროს მიღებას. სინჯის აორთქლების, გამოხდისა და გავარვარების პროცესში აღმოაჩინა, რომ მიიღო თეთრი და ფხვნილისებრი მასა, რომელიც სიბნელეში ანათებდა. ჰენინგმა იგი ოქროს „პირველად მატერიად“ მიიჩნია და სახელად „შუქის მატარებელი“ (ბერძნულად „ფოსფორი“) დაარქვა.მისი შემდგომი მცდელობა, მისგან ოქრო მიეღო ცხადია წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ მიღებულ ახალ ნივთიერებას ოქროზე ძვირად ყიდიდა.
წყარო:
გამოქვეყნებულია: 24-01-2018