სიახლეები
ნინია მაჭარაშვილი - იქ, სადაც პირველი ევროპელი დაიბადა
ეს ევრაზიის მერვე ჰეტეროციკლური ნაერთების ქიმიის კონფერენციის დევიზია, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. სწორედ ამ კონფერენციაზე დასასწრებად თბილისში 90-ზე მეტი უცხოელი მეცნიერი ჩამოვიდა. ისინი 20-24 სექტემბერს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში თავიანთ პრეზენტაციებს წარადგენენ და სიტყვით გამოვლენ.უკვე თბილისში არიან გამოჩენილი მეცნიერები – ლოურენს ჰარვუდი დიდი ბრიტანეთიდან, ბრანკო სტანოვნიკი სლოვენიიდან, დომენიკო სპინელი და რობერტო ბალლინი იტალიიდან, ვიმ დეგაენი ბელგიიდან და კიდევ ოთხმოცზე მეტი ქიმიკოსი მსოფლიოს 32 ქვეყნიდან.
ჰეტეროციკლური ნაერთების ევრაზიულ კონფერენციას საფუძველი 2000 წელს დაედო. ის ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება. პირველი სამი რუსეთში ჩატარდა. შემდეგ საბერძნეში, ქუვეითში, ესპანეთში, თურქეთში, დღეს კი საქართველოში ტარდება.
სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე
გამოქვეყნებულია: 08-12-2014