სიახლეები
ნინია მაჭარაშვილი - 25 ქვეყნის 100-ზე მეტი ქიმიკოსი საქართველოში
24-28 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ხალხმრავლობას შეამჩნევდით. აქ ბევრ ნაცნობ სახეს გაარჩევდით. მათ შორის, ისეთი ადამიანებისას, ვინც აქამდე თბილისში არასოდეს გინახავთ. თუ ქიმიის მცოდნე და ამ სფეროზე შეყვარებული ხართ ან უბრალოდ გაინტერესებთ მეცნიერების ამ დარგში მიმდინარე სიახლეები, დარბაზში მყოფი ადამიანებიდან, აუცილებლად ამოიცნობდით პროფესორებს ლუც ტიტეს, ჰორსტ კუნცის, ული კაცმაიერს, ირიში ნამბოოთირს და სხვებს. ისინი და კიდევ ბევრი სხვა სახელგანთქმული ქიმიკოსი საქართველოს ერთი მიზეზით - ორგანული ქიმიის მე-3 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად - ეწვივნენ.სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე
გამოქვეყნებულია: 13-12-2014