სიახლეები

 

STEM-ასისტენსი & მცხეთის #1 საჯარო სკოლა

პროექტ STEM-ასისტენსის ფარგლებში 10 თებერვალს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს მცხეთის N1 საჯარო სკოლა (მასწავლებელი ხათუნა თეთვაძე) ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ანალიზური ქიმიის ძირითად პრინციპებს, კერძოდ კი C ვიტამინის განსაზღვრის მეთოდიკას. მოსწავლეებმა შეისწავლეს ტემპერატურის გავლენა ასკორბინის მჟავის დეგრადაციის ხარისხზე და მიღებული შედეგების საფუძველზე გამოიტანეს შესაბამისი დასკვნები, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ კონფერენციაზე "ოქროს რიცხვი". ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მოსწავლეებს დახმარება გაუწიეს ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტებმა ნინი გორგოძემ და გიორგი ღონღაძემ.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 17-02-2024