სიახლეები

 

STEM-ასისტენსი & წალკის #1 და #2 საჯარო სკოლები

9 თებერვალს აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია წალკის პირველი და მეორე საჯარო სკოლების მოსწავლეები (მასწავლებელი ქეთევან ომიაძე). STEM ასისტენტ ნინი გორგოძის და მარიამ ლუაშვილის დახმარებით მოსწავლეების ერთმა ჯგუფმა განსაზღვრა ასკორბიმჟავას  შემცველობა ქართულ და იმპორტულ ფორთოხალში, ასევე პასტერიზებულ წვენში, ხოლო მეორე ჯგუფმა განსაზღვრა მათ მიერ სამ სხვადასხვა ადგილიდან აღებულ მიწაში მჟავიანობა, ტენი და ნაყოფიერება.

 

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.



შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 17-02-2024