სიახლეები

 

STEM-ასისტენსი & თბილისის #210 საჯარო სკოლა

11.02.24-ში თბილისის 210-ე საჯარო სკოლასთან არსებული ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბი „ნობელი“ ეწვია აგრარულ უნივერსიტეტს ორი კვლევის ჩასატარებლად, კლუბის ხელმძღვანელია თამუნა დარჯანია, ხოლო კლუბის წევრები არიან: ლიზი ქობულაშვილი, ანა ბროლაძე, ანა იმესაშვილი, ანანო შიუკაშვილი, ნია სონღულაშვილი, სალომე ქობულაშვილი, ლიკა ჯამალაშვილი.

Stem-ასისტენსის მხრიდან კლუბის კოორდინატორია ხატია ყურაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა ორი კვლევა. მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა შეისწავლა გრეიფრუტსა და ფორთოხალში C ვიტამინის რაოდენობა შენახვის პირობებზე დამოკიდებულებით, ხოლო ჯგუფმა დაამზადა წყლის ფილტრი და შეისწავლა გამფილტრავი ელემენტისა და გეომეტრიული პარამეტრების დამოკიდებულება ფილტრაციის ხარისხზე.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.


შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 17-02-2024