სიახლეები
STEM-ასისტენსი & თბილისის #176 სკოლა
8 თებერვალს აგრარულ უნივერსიტეტში STEM ასისტენტებსა და 176-ე სკოლას (მასწავლებელი ხათუნა ხავთასი) შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრის მიზანი იყო სასკოლო კვლევითი პროექტების ჩატარება. მოსწავლეების და მასწავლებლის ერთობლივი გადაწყვეტილებით კვლევის თემად აირჩა С ვიტამინის (ასკორბინის მჟავას) განსაზღვრა სხვადასხვა ხილში.
მოსწავლეებმა ტიტრაციის მეთოდით განსაზღვრეს С ვიტამინის რაოდენობა. შეხვედრა მოსწავლეებისთვის ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო. კვლევას უძღვებოდა მარიამ ლუაშვილი.
პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.
შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:
გამოქვეყნებულია: 09-02-2024