სიახლეები

 

STEM-ასისტენსი & თბილისის #48 საჯარო სკოლა

9 თებერვალს პროექტ STEM-ასისტენსის ფარგლებში თბილისის 48-ე საჯარო სკოლა (მასწავლებელი ნინო მიროტაძე) ესტუმრა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს.

კვლევის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ქიმიური ენერგიის გამოყენებას ელექტროენერგიის მისაღებად. მოსწავლეებმა შეისწავლეს გალვანური ელემენტის მუშაობის პრინციპი, მასთან დაკავშირებული ნერნსტის განტოლება და მუშაობის პროცესში აკვირდებოდნენ ელემენტის პოტენციალთა სხვაობაზე და დენის ძალაზე მოქმედ ფაქტორებს. მათ მიერ აწყობილი ელემენტების მიმდევრობით შეერთებით შეძლეს საკმარისი ძაბვა მიეღოთ, რათა გაენათებინათ შუქდიოდი. ექსპერიმენტის ჩატარებაში მოსწავლეებს დახმარება გაუწიეს ქიმიის ფაკულტეტის მე-3 კურსელებმა ნათია ქევხიშვილმა და გიორგი ღონღაძემ.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 17-02-2024