სიახლეები

 

STEM-ასისტენსი & ქართულ-ინგლისური სკოლა “ბრიტანიკა“

8 თებერვალს ქართულ-ინგლისური სკოლა “ბრიტანიკა“ ეწვია (ქიმიის მასწავლებელი ლანა არაბული) საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს პროექტის STEM-ასისტენსის ფარგლებში, რომელშიც იგი აქტიურად არის ჩართული. უნივერსიტეტში ვიზიტამდე მათთან შედგა რამდენიმე ონლაინ შეხვედრა და დაიგეგმა კვლევა.  დღევანდელ ვიზიტზე მოსწავლეებმა უშიალოდ საკუთარი ხელით ჩაატარეს წინასწარ დაგეგმილი  ექსპერიმენტები. მათ განსაზღვრეს C ვიტამინის შემცველობა სხვადასხვა ხილში და ნატურალურ წვენში.

STEM-ასისტენტმა ნინი გორგოძემ, მათ გააცნო უსაფრთხოების წესები, ესაუბრა C ვიტამინის მნიშვნელობაზე და დაეხმარა კვლევის თითოეული ეტაპის გააზრებაში. მოსწავლეები მიღებულ შედეგებს გამოიყენებენ სკოლაში მიმდინარე პროექტისთვის, რომელიც ეხმიანება ჯანსაღ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.



შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

 

 

გამოქვეყნებულია: 09-02-2024