სიახლეები
STEM-ასისტენსი 163-ე საჯარო სკოლაში
27 ნოემბერს, STEM ასისტენსის ფარგლებში, აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტები: მარიამ ლუაშვილი, გიორგი ღონღაძე და ელისაბედ წოწორია ეწვივნენ თბილისის 163-ე საჯარო სკოლას (ქიმიის მასწავლებელი - ნანა მგალობლიშვილი).
ვიზიტს სამოცამდე მოსწავლე ესწრებოდა. ვიზიტისას STEM-ასისტენსის კონსულტანტებმა ჩაატარეს ქიმიური ექსპერიმენტები ნაერთთა კლასების ქიმიურ თვისებებზე, რომელშიც უშულოდ მოსწავლეებიც იყვნენ აქტიურად ჩართულნი და ჰქონდათ შესაძლებლობა ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ, საკუთარი ხელით ჩაეტარებინათ ცდები და გამოეტანათ დასკვნები.
თავდაპირველად, მოსწავლეებს გააცნეს პროექტის მიზანი და უსაფრთხოების წესები შემდეგ კი გაზომეს მარილმჟავას, ლიმონმჟავას, ამიაკის, ნატრიუმის ტუტის pH-ის მნიშვნელობები როგორც წითელი კომბოსტოსგან დამზადებული ინდიკატორით, ისე პორტარტული pH მეტრით. მოსწავლეები ჩაატარეს მათთვის კარგად ნაცნობი ნეიტრალიზაციის რეაქცია, ასევე ნალექისა და აირის გამოყოფით მიმდინარე რეაქციები. ალუმინის ფოლგისა და მარილმჟავის დახმარებით მიიღეს წყალბადი, კონცენტრირებული გოგირმჟავის მოქმედება ორგანული ნაერთებზე, შაბიამნის გაუწყლოებისა და შემდგომ ისევ კრისტალჰიდრატის წარმოქმნის რეაქცია, რკინის ქლორიდისა და KSCN დახმარებით ჩავატარეთ უხილავი წარწერის ცდა და შევქმენით ხელოვნური სისხლის ეფექტი. რეაქციათა სერია დასრულდა ვერცხლის სარკის რეაქციით. თითოეული რეაქციის ფარგლებში, მოსწავლეებს ვუხსნიდით რეაქციის მიმდინარეობის პროცესს და მათი ჩართულობით, ვაკეთებდით შესაბამის დასკვნებს. შეხვედრამ ერთ საათზე მეტ ხანს გასტანა.
პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.
ვიზიტის ამსახველი ფოტო მასალა:
გამოქვეყნებულია: 28-11-2023