სიახლეები
STEM ასისტენსი თბილისის მე-10 საჯარო სკოლაში
პროექტი STEM ასისტენსი 28 ნოემბერს ესტუმრა ქ. თბილისის მე-10 საჯარო სკოლას ქიმიის პედაგოგის ეკა ბოკუჩავას მიწვევით. STEM ასისტენტებმა გიორგი მიქაძემ, მარიამ გელაშვილმა და ნიკოლოზ თოიძემ ვიზიტის ფარგლებში IX-X კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს ქიმიური რეაქციები ნაერთთა კლასების თემასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე პირველ რიგში მოსწავლები გაეცნენ უსაფრთხოების წესებს გამოყენებულ რეაგენტებთან მიმართებაში, ჭურჭელს. შემდეგ ზოგადად მიმოვიხილეთ დაგეგმილი ექსპერიმენტები.
მოსწავლეების უშუალო მონაწილეობით ჩავატარეთ ნეიტრალიზაციის რეაქცია, რეაქცია მეტალსა და მჟავას შორის, გავუმახვილეთ ყურადღება აირის გამოყოფით მიმდინარე პროცესებზე და წარვუდგინეთ შესაბამისი რეაქციები. ამის შემდგომ განვიხილეთ ფუძის მიღებისა და მარილმჟავას მარილების აღმომჩენი რეაქციები, დავლექეთ Cu(OH)2 და მარილები უხსნადი ქლორიდების სახით. დამატებითი ინტერესისა და თვალსაჩინოებისთვის ასევე ჩავატარეთ სახალისო ექსპერიმენტები ოქროს წვიმისა და ვერცხლის სარკის რეაქციების სახით. შეხვედრის ბოლოს ვისაუბრეთ pH-ის შესახებ და ჩავატარეთ შესაბამისი ექსპერიმენტები როგორც კომბოსტოს ინდიკატორის გამოყენებით, ისე pH-ის საშუალებით.
ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი და ინტერაქტიული აღმოჩნდა.
პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.
შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:
გამოქვეყნებულია: 28-11-2023