სიახლეები
მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ - 2023
2023 წლის 17 ნოემბერს განათლებისა დ მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ მესამე ტური და დაჯილდოების ცერემონიალი.
2023 წლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 29 საპროექტო განაცხადი იყო წარდგენილი, საიდანაც დასკვნით, ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის შესაძლებლობა 12-მა პროექტმა მოიპოვა.
დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები, სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები. გრანპრით დაჯილდოებული პროექტის ავტორები 10 000 ლარის მფლობელები გახდნენ, პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორებს - 5 000 ლარი, მეორე ადგილზე გასული პროექტის ავტორებს - 3000 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასული პროექტის შემქმნელებს - 2000 ლარი გადაეცათ.
კონკურსის წარმატებული მონაწილეები ასევე დაჯილდოვდნენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ დ მთაწმინდის პარკის, სულაკაურის გამომცემლობი პრიზებით.
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ ქიმიის დარგის პოპულარიზაციისათვის სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა ქიმიის დარგში შესრულებული პროექტის ყველა მოსწავლე.
ჩვენი ასოციაცია ასევე დიდ მადლობას უცხადებს წარმოდგენილი პროექტების ხელმძღვანელებს ცისი დიღმელაშვილს და მიხეილ ლაბარტყავას.
დამატებითი ინფორმაცია და ფოტოგალერეა იხილეთ ბმულზე:
გამოქვეყნებულია: 20-11-2023