სიახლეები

 

კლუბი “ნობელი“ და STEM-ასისტენსი

210-ე საჯარო სკოლასთან არსებული ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბი „ნობელი“  აქტიურად ჩაერთო  პროექტში STEM-ასისტენსი.  კლუბის ხელმძღვანელია თამუნა დარჯანია, ხოლო წევრები არიან 9-10 კლასის მოსწავლეები ლიზი ხიჯაკაძე, ლიზი ქობელაშვილი, ანა კილაძე, ნია ხელაშვილი, ანა ბროლაძე, ანანო შიუკაშვილი, ანა იმესაშვილი, ნია სონღულაშვილი, სალომე ქობულაშვილი, ლიკაჯამალაშვილი. STEM-ასისტენსის მხრიდან კლუბის კოორდინატორია ხატია ყურაშვილი.

დღეს კლუბის წევრებთან უკვე მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იქნა სხვადასხვა აქტუალური თემა და შეირჩა საკვლევი თემები. განაწილდა დავალებები კლუბის წევრებს შორის. მომდევნო კვირაში მოსწავლეები მოიძიებენ შესაბამის ინფორმაციას, მოამზადებენ პრეზენტაციებს და წარადგენენ შემდეგ შეხვედრაზე. დაიგეგმა, რომ  კლუბმა „ნობელმა“ სამ კვლევით პროექტს მოაზადებს.

მორიგი შეხვედრა საქართველოს აგარარულ უნივერსიტეტში შედგება კვლევის ჩასატარებლად.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

 

 

 

გამოქვეყნებულია: 15-11-2023