სიახლეები
STEM-ასსიტენსი - დიალოგი ონლაინ
სხვადასხვა მასალას სხვადსხვა ოპტიკური სიმკვრივე გააჩნია. თუ ამ ორ მასალას ერთმანეთს მივადებთ და მათში სხივს გავატარებთ, ვნახავთ, რომ იგი საწყისი მიმართულებიდან გადაიხრება. სინათლის სხივების მიმართულების ასეთ შეცვლას გარდატეხა, ანუ რეფრაქცია ეწოდება. რეფრაქციის მოვლენა იმდენად ზუსტი და ინდივიდუალურია ნაერთებისათვის, რომ იგი შეიძლება ნაერთების ანალიზში გამოვიყენოთ. მაგალითად, დავადგინოთ, რამდენად ტკბილია ესა თუ ის კვების პროდუქტი, პროდუქტი შეიცავს შაქარს თუ სხვა ალტერნატიულ დამატკბობელს, რამდენად მალე გაიყინება ანტიფრიზი და სხვა მრავალი. მოცემულ ამოცანაში ნახავთ თუ როგორ შეიძლება გაიზომოს მასალის გარდატეხის მაჩვენებელი და მიღებული შედეგი როგორ დავაკავშიროთ მის გარკვეულ თვისებებთან.შეხვედრის ბმული: https://us06web.zoom.us/j/85170706410?pwd=SQeD72nNuTt3rBD4Jbf7rWgh7bfABT.1
გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.
პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.
გამოქვეყნებულია: 06-11-2023