სიახლეები
STEM-ასისტანსი | დიალოგი ონლაინ
მოკლე ანოტაცია: ზამთარში ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ თაფლს უჭირს გადმოდინება, ხოლო ზაფხულში პირიქით, ნაკლებად ბლანტია. სიბლანტე ანუ შიდა ხახუნი თხევადი ნივთიერებების ერთ-ერთი თვისებაა, წინააღმდეგობა გაუწიონ მათივე ერთი ნაწილის მოძრაობას მეორეს მიმართ. ის დამოკიდებულია ტემპერატურაზე. სიბლანტე ასევე დამოკიდებულია ნაწილაკების ზომაზე და მათ შორის მიზიდულობაზე. სითხეებს, რომლებსაც აქვთ დაბალი სიბლანტე, სწრაფი დენადობა ახასიათებთ (მაგ, წყალი, სპირტი). სითხეები, რომლებსაც აქვთ მაღალი სიბლანტე, მიედინება ნელა (მაგ, თაფლი, ზეთი, თხევადი საპონი). სიბლანტე ასევე შეიძლება ჩაითვალოს, როგორც საზომი იმისა, თუ რამდენად "სქელია" სითხე. რაც უფრო ბლანტია (ან სქელი) სითხე, მით უფრო მეტი დრო დასჭირდება ობიექტის სითხეში გადაადგილებას. თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ სხვადასხვა სითხის სიბლანტე მარტივი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ კი მარმარილოს პატარა ბურთულის სითხეში ჩაძირვის დროის გამოთვლით.
ტრენერი თამარ ხატისაშვილი
თარიღი: 16 ნოემბერი, 2023
ჩაატრების დრო: 20:00 სთ
შეხვედრის ბმული: https://us06web.zoom.us/j/81127829216?pwd=ZIMuM5sX9ftr5cyXu6AA5uxLkIjcWG.1
შეხვედრზე დასწრებისათვის გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.
პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.
გამოქვეყნებულია: 10-11-2023