სიახლეები
პროგრამაში „STEM -ასისტენსი“ გორის მე-12 სკოლას ჩაერთო
პროგრამას „STEM -ასისტენსი“ გორის მე-12 კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. ანა წკრიალაშვილმა, მაკა საურმა, ნატალი ზერეკიძემ, მარიამ და ლიზი მერებაშვილებმა, ანანო ახალკაცმა ჩვენი კონსულტანტის ნათია კახნიაშვილის ხელმძღვანელობით 26 და 27 ოქტომბერს სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს, თუ როგორ დაგეგმონ და ჩაატარონ კვლევა გორის რეგიონისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ, კერძოდ, თუ რა გავლენას ახდენს პროდუქტების შენახვის პირობები ხილსა და ბოსტნეულში C ვიტამინის შემცველობაზე.
მომზადებული კვლევითი პროექტით ახალგაზრდა მკვლევარები მოხსენებით წარსდგებიან მე-3 რესპუბლიკურ კონფერენციაზე „ოქროს რიცხვი-2024“, რომელიც გაისად 19 მაისს ჩატარდება.
პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.
გამოქვეყნებულია: 03-11-2023