სიახლეები

 

პროგრამა „STEM -ასისტენსი“

პროგრამის „STEM -ასისტენსი“ ფარგლებში ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბის #42-ის ახალგაზრდა მკვლევარები ნუცა რამაზაშვილი, მარიამ დუმბაძე, მარიამ კუჭავა, ანასტასია გიორგაძე, მარიამ ჩხუტიაშილი, არჩილ წიკლაური (კლუბის ხელმძღვანელი თინათინ ბუთხუზი) საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიური ჟანგვის ლაბორატორიაში (ლაბორატორიის ხელმძღვანელი პროფ. გია ხატისაშვილი) ბიცინქონინის მჟავის დინატრიუმის მარილის სპილენძ (II)-ის იონებთან კომპლექსის წარმოქმნის pH-ზე დამოკიდებულებას სწავლობენ.

მომზადებული კვლევითი პროექტით ახალგაზრდა მკვლევარები მოხსენებით წარსდგებიან მე-3 რესპუბლიკურ კონფერენციაზე „ოქროს რიცხვი-2024“, რომელიც გაისად 19 მაისს ჩატარდება.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

 

 

გამოქვეყნებულია: 03-11-2023