სიახლეები

 

„STEM -ასისტენსი“ და მოსწვლეთ კვლევები

29 ოქტომბერს პროგრამის „STEM -ასისტენსი“ ფარგლებში ილია ვეკუას სახელობის სკოლის მოსწავლეები ცოტნე გერგაია, თემიკო მაჭავარიანი, ილია დოკაძე, თინათინ კიკვაძე, ანა მაჭარაშვილი, სესილი ხუხუა, მარიამ ჩხუტიაშვილი სტუმრობდნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიური ჟანგვის ლაბორატორიას (ლაბორატორიის ხელმძღვანელი პროფ. გია ხატისაშვილი). მოსწავლეთა ვიზიტის მიზანი იყო სპილენძ(II)-ის იონების სპექტროფოტომეტრული განსაზღვრის მეთოდის შემუშავება. კვლევაში დახმარება გაუწიათ ნოდარ დუმბაძემ.


მომზადებული კვლევითი პროექტით ახალგაზრდა მკვლევარები მოხსენებით წარსდგებიან მე-3 რესპუბლიკურ კონფერენციაზე „ოქროს რიცხვი-2024“, რომელიც გაისად 19 მაისს ჩატარდება.


პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

ფოტო კოლაჟი:

 

 

 

გამოქვეყნებულია: 03-11-2023