სიახლეები

 

ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას

ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას მე-8 მე-12 კლასებში.

სკოლა, თავისი შინაარსით და საგაკვეთილო პროცესით, მოგცემთ შესაძლებლობას შეისწავლოთ ქიმია საფუძვლიანად, შეასრულოთ საკლასო და საშინაო დავალება დამოუკიდებლად და თავადვე შეამოწმოთ თქვენი ცოდნა.

სასწავლო პროცესში, ჩვენ ერთად შევძლებთ ჩავწვდეთ ამ საბუნებისმეტყველო საგნისა და მისი სამყაროს საიდუმლოებას, ვისწავლით მოლეკულების ენას და მათი ქცევის წესებს.

 

დაინტერესებულმა მოსწავლეებმა გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.

 

ონლაინ სწავლების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

ახლად რეგისტრირებული მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე ჩატარდება ონლაინ ზუმის პლატფორმის საშუალებით  2023 წლის 1 ოქტომბერს 21:00 საათზე.

ონლაინ შეხვედრის ბმული: https://us06web.zoom.us/j/89417895452?pwd=WEQ1aFZ5ZUFkalZQVDRidmVVeGVydz09

 

სწავლა დაიწყება 2 ოქტომბერს.

 

ჩვენთან სწავლა უფასოა!

 

ონლაინ სკოლის „ზურგჩანთა“
ადმინისტრაცია

 

 

გამოქვეყნებულია: 29-08-2023