1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები
1.1.წყალბადი
კითხვა:
ჰალოგენების ატომებთან რა მსგავსების გამო ათავსებენ წყალბადს ელემენტთა პერიოდუულობის ცხრილის მე-17 ჯგუფში?
პასუხი:
ელექტრონის გაცემით წყალბადის ატომი ემსგავსება ელემენტთა პერიოდულობის ცხრილის პირველი ჯგუფის მეტალებს, ხოლო ელექტრონის მიერთებით მე-17 (VII) ჯგუფის არამეტალებს. ამიტომ ელემენტთა პერიოდულობის ცხრილში ის ორ ადგილს იკავებს პირველ ჯგუფში და მე-17 ჯგუფში.