2.მე-2 ჯგუფის ელემენტები
2.1.ტუტემიწათა მეტალები
კითხვა:
კალციუმის რომელი ნაერთებია გამოყენებული ტექნიკაში, მედიცინასა და ყოფა-ცხოვრებაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულები.
პასუხი:
კალციუმის ნაერთები ჩვენ ყოველდღიურობაში საკმაოდ ფართოდ გამოიყენება. მათ გარეშე დღეს შუძლებელია ცემენტის, ბეტონის, კირის, კალციუმის კარბიდის, თაბაშირის და ალებასტრის, ფოსფორიანი სასუქების (კალციუმის, ჰიდრო- და დიჰიდროფოსფატები და ფოსფატი) წარმოება.
კალციუმის კარბონატს იყენებენ:
- კირის და ნახშირბად(IV)-ის ოქსიდის მისაღებად;
- ერთ-ერთ ფუნქციურ კომპონენტად (ფუნქციურ დანამატად) მეტალთა ზოგიერთ შენადნობში, მაგალითად, ბერილიუმთან, ალუმინთან, სპილენძთან, ტყვიასთან, მანგანუმთან;
- მნიშვნელოვანი მეტალების - ურანის, ცირკონიუმის, ვანადიუმის და თორიუმის გამოყოფისათვის ე.წ. აღმდგენ აგენტად;
- რკინის და სხვა შენადნობების დეოქსიდაციის (მათში გახსნილი ჟანგბადის მოცილება), დესულფურიზაციისა და დეკარბონიზაციისთვის;
- ფოლადის გამოდნობისას როგორც „ფლუსი” (კირქვა - კალციუმის კარბონატი);
- სამშენებლო კონსტრუქციებისთვის მჭიდი მასალების და ხსნარების დასამზადებლად;
- სილიკატური მინანქრების დასამზადებლად;
- მაღალი ხარისხის ქაღალდის საწარმოებლად;
- რეზინის წარმოებაში შემვსებად და ა.შ.
კალციუმის მარილებიდან ასევე გამოიყენება:
- კალციუმის გლუკონატი და კალციუმის ქლორიდი - მედიცინაში;
- კალციუმის არსენატი (Ca3(AsO4)2) – ინსექტიციდად;
- კალციუმის პერმანგანატი (Ca(MnO4)2) - თხევად სარაკეტო საწვავად, საფეიქრო ქსოვილების წარმოებაში, წყლის სტერილიზაციის აგენტად და სტომატოლოგიურ პროცედურებში;
- კალციუმის ფოსფიდი (Ca3P2) - პიროტექნიკაში, მღრღნელების საწინააღმდეგო საშუალებად, ნაღმებსა და კაშკაშა ალებში;
- კალციუმის ვოლფრამატი (CaWO4) - ლუმინოფორულ საღებავებში, ფლუორესცენტულ განათებასა და რენტგენულ გამოკვლევებში;
კალციუმის ჰიპოქლორიტი [Ca(OCl)2] - საცურაო აუზების სადეზინფექციოდ, გამაუფერულებელ აგენტად, დეოდორანტების ინგრედიენტად, ზღვის წყალმცენარეების საწინააღმდეგო საშუალებად და ფუნგიციდად.
ჩვენი სტუმრები
თიკო ონიანი
მიყვარს სირთულეების დაძლევა და ამ საგანშიც დავინახე ბევრი საინტერესო და რთული გამოწვევა.
სწრაფი ბმულები

