2.მე-2 ჯგუფის ელემენტები
2.1.ტუტემიწათა მეტალები
კითხვა:
რას წარმოადგენს ცემენტი, როგორც არაორგანული მჭიდი მასალა? რომელ ნაერთებს შეიცავს ის ძირითადად? რაზეა დამყარებული ცემენტის გამყარების უნარი?
პასუხი:
ცემენტი წარმოადგენს არაორგანულ მჭიდ კომპოზიციას. ცემენტი შედგება კალციუმის სილიკატისა და ალუმინატისაგან, რომელიც მიიღება კირქვისა და თიხის ნარევის გამოწვით. პროცესი ხორციელდება სპეციალურ ცილინდრულ მბრუნავ ღუმელში, 1400-1600 °C ინტერვალში გაცხელებით. ამ დროს კირქვა იშლება და სცილდება CO2, ხოლო თიხას - წყალი. დარჩენილი ოქსიდები წარმოქმნიან ცემენტის შემადგენელ ნივთიერებას:
CaO + SiO2 → CaSiO3
3 CaO + Al2O3 → Ca3(AlO3)2
ცემენტის ფხვნილის წყალთან შერევით ადგილი აქვს ჰიდრატაციას და მიღებული მასა თანდათან მაგრდება.