2.მე-2 ჯგუფის ელემენტები
2.1.ტუტემიწათა მეტალები
კითხვა:
რომელი მინერალების სახით არის გავრცელებული კალციუმი, სტრონციუმი და ბარიუმი? რომელი მეტალის მადნებშია გავრცელებული რადიუმი?
პასუხი:
კალციუმი ბუნებაში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ელემენტია. ის შედის სილიციუმის და ალუმინსილიკატების შედგენილობაში. ფართოდ არის გავრცელებული კირქვის, ცარცის და იშვიათად, მარმარილოს სახით. საკმაოდ გავრცელებულია აგრეთვე ანჰიდრიტი - CaSO4 და თაბაშირი - CaSO4·2H2O, ფლუორიტი - CaF2, აპატიტი - Ca5(PO4)3 (F, Cl ან OH) და სხვ. კალციუმის ნაერთებს შეიცავს ბუნებრივი წყლები, რომლებიც მას სიხისტეს ანიჭებს.
სტრონციუმის მნიშვნელოვანი მინერალია სტრონციტი - SrCO3, ცელესტინი - SrSO4, ბარიუმის ვიცერიტი - BaCO3, ბარიტი - BaSO4. რადიუმს კი შეიცავს ურანის მინერალები.