2.მე-2 ჯგუფის ელემენტები
2.1.ტუტემიწათა მეტალები
კითხვა:
უერთდება თუ არა მაგნიუმი უშუალოდ წყალბადს? როგორ ღებულობენ მაგნიუმის ჰიდრიდს?
პასუხი:
მაგნიუმი უშუალოდ წყალბადს ძალზე ძნელად უერთდება. რეაქციაში შედის მხოლოდ 570 ºC-ზე და 200 ატმ-ზე; მისი ჰიდრიდი უფრო ადვილად არაპირდაპირი გზით მიიღება: LiH-ის მაგნიუმალკილებთან ურთიერთქმედებით.