2.მე-2 ჯგუფის ელემენტები

2.1.ტუტემიწათა მეტალები

კითხვა:

ბერილიუმის რომელ შენადნობებს იცნობთ? რა სპეციფიკურ თვისებებს ანიჭებს ბერილიუმი შენადნობებს? სად გამოიყენება ბერილიუმის შენადნობები?

 

პასუხი:

ბერილიუმი გამოიყენება შენადნობებში როგორც დანამატი, რომელიც ზრდის მათ კოროზიულ მდგრადობას და სიმაგრეს. აღსანიშნავია ბრინჯაო (2.5 %-მდე ბერილიუმი), რომელიც გამოიყენება ელექტროტექნიკასა და თვითმფრინავ-მშენებლობაში, სამხედრო საქმეში, ატომურ ენერგეტიკასა და საავიაციო ტექნიკაში; რადიუმის პრეპარატებთან ნარევის სახით გამოიყენება, როგორც ნეიტრონების წყარო.