17.მე-17 ჯგუფის ელემენტები
17.1.ჰალოგენები
კითხვა:
რა პროცესი მიმდინარეობს ნატრიუმის ჰიპოქლორიტის ნახშირბად(IV)-ის ოქსიდთან ურთიერთქმედებისას? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
პასუხი:
ნატრიუმის ჰიპოქლორიტის ნახშირბად(IV)-ის ოქსიდთან ურთიერთქმედებისას ადგილი აქვს ნატრიუმის ჰიპოქლორიტის დაშლას ნატრიუმის კარბონატის წარმოქმნით და ქლორის და ჟანგბადის გამოყოფით:
4 NaOCl + 2 CO2 → 2Na2CO3 + 2 Cl2 + O2