17.მე-17 ჯგუფის ელემენტები

17.1.ჰალოგენები

კითხვა:

შეადარეთ ქლორის ჟანგბადიანი მჟავების მდგრადობა და მჟავას სიძლიერე. შეადარეთ მჟავების მდგრადობა შესაბამისი მარილების მდგრადობას და ჟანგვით უნარს.

 

პასუხი:

Clˉ, ClO2- , ClO3-, ClO4- რიგში ანიონების მდგრადობა იზრდება, რაც გამოწვეულია ბმაში მონაწილე სავალენტო ელექტრონების რიცხვის გაზრდით. განსაკუთრებით მდგრადია ClO4- -იონი, რომელშიც ქლორის ყველა სავალენტო ელექტრონი მონაწილეობს. მარილები, მჟავებთან შედარებით, უფრო მდგრადები არიან. ჟანგბადის ატომების რიცხვის ზრდა იწვევს O-H ბმის პოლარიზაციის ხარისხის გაზრდას, რაც ზრდის დისოციაციის ხარისხს.