17.მე-17 ჯგუფის ელემენტები

17.1.ჰალოგენები

კითხვა:

სხვადასხვა სიძლიერის რომელი ორი მჟავა წარმოიქმნება ქლორის გახსნისას წყალში? შეადარეთ ერთმანეთს წყალში ფთორის და ქლორის გახსნის რეაქციები და ახსენით მათ შორის არსებითი განსხვავების მიზეზი.

 

პასუხი:

ქლორი წყალთან ქიმიურად ურთიერთქმედებს და წარმოიქმნება მარილმჟავა და ქვექლოროვანი მჟავა:

Cl2 + H2O ⇄ HCl + HClO

 

ქვექლოროვანი მჟავა არამდგრადია და იშლება, განსაკუთრებით, გაცხელებით ან სინათლის მოქმედებით:

HClO → HCl + O

ქვექლოროვანი მჟავა ძლიერი მჟანგავია. ის განაპირობებს ქლორიანი წყლის მათეთრებელ და მადეზინფიცირებელ მოქმედებას.

წყალში ფთორის გატარებით ფთორიანი წყალი არ მიიღება, რადგან წყალი “იწვის” ფთორში. ამ დროს მიიღება: HF, O2, O3, OF2 და H2O2.

F2 + H2O → 2 HF + O

2 O → O2; 3 O ⇄ O3

O + F2 → OF2; H2O + O → H2O2