17.მე-17 ჯგუფის ელემენტები

17.1.ჰალოგენები

კითხვა:

რომელი რეაქციაა ცნობილი “ცეცხლოვანი წვიმის” სახელწოდებით? დაახასიათეთ მოკლედ სტიბიუმი.

 

პასუხი:

“ცეცხლოვანი წვიმის” სახელწოდებით ცნობილია სტიბიუმის ურთიერთქმედების რეაქცია ქლორთან:

2 Sb + 3 Cl2→ 2 SbCl3

 

სტიბიუმი მეტალოიდია. არსებობს სტიბიუმის ოთხი ალოტროპული მოდიფიკაცია, რომლებიც სხვადასხვა წნევის პირობებში არსებობს და სამი ამორფული მოდიფიკაცია (ფეთქებადი, შავი, ყვითელი). სტიბიუმს აქვს ლითონური თვისებები, არის ტიპური ჰალკოფილური ელემენტი; მის ასეთ რეაქციისუნარიანობას წარმოქმნილი ნაერთის მტკიცე სტრუქტურა განაპირობებს. მეორე მხრივ, მას აქვს მეტალოიდის თვისებებიც, რაც სულფომარილებში ვლინდება.