17.მე-17 ჯგუფის ელემენტები

17.1.ჰალოგენები

კითხვა:

რომელია ქლორის და ფთორის მიღების სამრეწველო მეთოდები? ახსენით, რატომ გამოიყენება ეს მეთოდები მრეწველობაში ქლორის და ფთორის მისაღებად?

 

პასუხი:

 ფთორს, ძლიერი მჟანგავი ბუნების გამო, გამლღვალი ფთორიდების ელექტროლიზით ღებულობენ:

ის აგრეთვე მიიღება უწყლო თხევად ფთორწყალბადში გახსნილი კალიუმის ფთორიდის (KHF2), იგივე KF·HF-ის ელექტროლიზით. ანოდზე მიიღება ფთორი, ხოლო კათოდზე -  წყალბადი.

მაღალი ქიმიური აქტიურობიდან გამომდინარე, ფთორი ყველა მასალის კოროზიას იწვევს. ამიტომ ფთორის გარემოში ხელსაწყოების შესანახი ჭურჭელი ნიკელის ან მისი შენადნობებისაგან მზადდება. ნიკელთან ფთორის ურთიერთქმედება წყდება NiF2-ის თხელი დამცავი ფენის წარმოქმნის შედეგად, რომელიც ხელსაწყოებსა და მათ შესანახ ჭურჭელს შემდგომი დაჟანგვისაგან იცავს.

მრეწველობაში ქლორი მიიღება NaCl-ის ნალღობის ან 25-26 %-იანი წყალხსნარის ელექტროლიზით (ამ დროს აგრეთვე წარმოიქმნება წყალბადი და ნატრიუმის ტუტე):

ქლორის, წყალბადის და ნატრიუმის ტუტის წარმოების სქემა: მემბრანული უჯრედის (3) გამოყენებით [ქლორი ანოდზე (1) გამოიყოფა, ხოლო კათოდზე (2) - წყალბადი]