სტუმრები
დღეს ჩვენი სტუმარია ვახტან ფირცხელავას სახელობის N 2 საჯარო სკოლის მე-8 კლასისა და ონლაინ სკოლის “ზურგჩანთა“ მე-8-2 კლასის მოსწავლე მარიამ გოქაძე.
“ზურგჩანთაში“ სწავლამ ჩემში ძლიერი და სუსტი მხარეები აღმომაჩენინა
მარიამ გამარჯობა. გააცანით თქვენი თავი ჩვენს მკითხველებს.
მე ვარ მარიამ გოქაძე. 13 წლის. ვახტან ფირცხელავას სახელობის N 2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე. ასევე ვსწავლობ ონლაინ სკოლაში “ზურგჩანთა“ მე-8-2 კლასში. ჩემი საყვარელი საგანია ქიმია.
თქვენს თანატოლებს ალბათ ბევრს არ უყვარს ქიმია. თქვენ რატომ და როგორ შეგიყვარდათ იგი?
ვერ გეტყვით. პირველი გაკვეთილებიდანვე შემიყვარდა ეს საგანი, შემდეგ კი ქი მი ის ად მი ინ ტე რე სი კი დევ უფ რო გა მიღ რმა ვა ჩემ მა პე და გო გმა.
რატომ აირჩიეთ ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ და საიდან შეიტყვეთ ამ სკოლის შესახებ?
სკოლა ,,ზურგჩანთის,, შესახებ გავიგე ჩემი ქიმიის მასწავლებლისგან. მან მირჩია ვყოფილიყავი ამ სკოლის მოსწავლეც. სკოლამ “ზურგჩანთამ“ მომცა შანსი უკეთ გამეგო და შემესწავლა ქიმია. ეს დიდი გამოცდილებაა ჩემთვის.
შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რა ცოდნა მოგცათ ონლაინ სკოლამ "ზურგჩანთა" ?
ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე სკოლა “ზურგჩანთისგან“. კიდევ უფრო უკეთ ვიგებ ამა თუ იმ თემას და ვეცნობი უფრო მეტ ახალ ინფორმაციას.
და მაინც რამდენად გაამართლა თქვენი იმედები ონლაინ სკოლა "ზურგჩანთამ" და დამატებით რას ისურვებით სკოლისგან?
სკოლა “ზურგჩანთა“ იმაზე საინტერესო და მრავალფეროვანია ვიდრე მეგონა. ვფიქრობ არაფერს შევცვლიდი, იმიტომ, რომ ყველაფერი ძალიან კარგია.
როგორ შეაჯამებდით გავლილ პერიოდს?
ზურგჩანთაში გატარებული პერიოდი იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. განვიმტკიცე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ვიყავი საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული, გაკვეთილებს ვუსმენდი ყურადღებით, რომ შემდეგ შეკითხვების დროს, ტესტირებებზე კარგი შედეგი მიმეღო. აქ მოსმენილ გაკვეთილებს განვამტკიცებდი სკოლაში. ზურგჩანთაში მონაწილეობამ ჩემში ძლიერი და სუსტი მხარეები აღმომაჩენინა. ეს ყველაფერი დამეხმარება ჩემს შემდგომ სწავლაში. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ზურჩანთის მასწავლებლებლებს.
ესაუბრა www.chemistry.ge
გამოქვეყნებულია 10-05-2022