17.მე-17 ჯგუფის ელემენტები

17.1.ჰალოგენები

კითხვა:

რამდენი იზოტოპი შეესაბამება ფთორსა და იოდს? ახასიათებთ თუ არა მათ არასტაბილური იზოტოპების წარმოქმნა?

 

პასუხი:

როგორც ფთორს, ისე იოდს, არასტაბილური იზოტოპები აქვთ. ფთორის ერთადერთი სტაბილური იზოტოპია 19F. ხელოვნურად არის მიღებული ფთორის ხუთი რადიოაქტიური იზოტოპი: 16F (ნახევარდაშლის პერიოდი <1 წუთი), 17F (ნახევარდაშლის პერიოდი - 70 წამი), 18F (ნახევარდაშლის პერიოდი - 111 წუთი), 20F (ნახევარდაშლის პერიოდი - 11,4 წამი), 21F (ნახევარდაშლის პერიოდი 5 წამი).

იოდის ერთადერთი სტაბილური იზოტოპია 127I. ე.ი. ბუნებრივი იოდი, პრაქტიკულად, იზოტოპურად სუფთა ელემენტია. იოდის რადიოაქტიური იზოტოპებია 131I (ნახევარდაშლის პერიოდი 8 დღე-ღამე), იშლება β-დაშლის მექანიზმით; 121I (ნახევარდაშლის პერიოდი 2 სთ); 123I (ნახევარდაშლის პერიოდი 13 სთ); 125I (ნახევარდაშლის პერიოდი 59 დღე-ღამე); 129I (ნახევარდაშლის პერიოდი 1.57×107 წელი) და სხვ.