1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები
1.2.ტუტე მეტალები
კითხვა:
რა სპეციფიკურ თვისებას ავლენს პირველი ჯგუფის ზოგიერთი მეტალის ჰიდროქსიდი მყარ მდგომარეობაში ოზონთან მიმართებაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
პასუხი:
მყარი KOH იჟანგება ოზონით:
4 KOH + 4 O3 → 4 KO3 + O2 + 2 H2O
ოზონიდი KO3 იშლება და გარდაიქმნება ჰიპეროქსიდად:
2 KO3 → 2 KO2 + O2