16.მე-16 ჯგუფის ელემენტები
16.1.ჟანგბადი
კითხვა:
შეიძლება თუ არა მაღალ ტემპერატურაზე მეტალების (მაგალითად, სპილენძის) ჟანგბადთან ურთიერთქმედების რეაქცია განვიხილოთ, როგორც მეტალების წვა ჟანგბადის არეში?
პასუხი:
წვის რეაქციას თან ახლავს სითბოსა და სინათლის გამოყოფა. ჟანგბადში იწვის ტუტე მეტალები, კალციუმი, მაგნიუმი, ალუმინი, რკინა და ა.შ. მაგრამ მეტალის და ჟანგბადის ურთიერთქმედების ყველა რეაქციას წვას ვერ ვუწოდებთ. მაგალითად, გავარვარებული სპილენძი წვის გარეშე უერთდება ჟანგბადს და მიიღება შავი ფერის სპილენძ(II)-ის ოქსიდი:
2 Cu + O2→ 2 CuO