16.მე-16 ჯგუფის ელემენტები

16.1.ჟანგბადი

კითხვა:

რა როლს ასრულებს ოზონის სარტყელის არსებობა დედამიწაზე სიცოცხლის უზრუნველყოფაში? ახსენით ამ მოვლენის მიზეზი.

 

პასუხი:

ბუნებრივ პირობებში ოზონი ატმოსფეროში წარმოიქმნება ჟანგბადისაგან ელჭექის დროს, ხოლო 10-30 კმ სიმაღლეზე ის მიიღება ჟანგბადიდან მასზე მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით. მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფეროში ოზონი მცირე რაოდენობითაა (10-6 % მოცულობით), მისი როლი მნიშვნელოვანია. ოზონი შთანთქავს სიცოცხლისთვის საზიანო მზის ულტრაიისფერ სხივებს. მისი ამ მოქმედების გამო, ე.წ. “ოზონის სარტყელი” უზრუნველყოფს სიცოცხლეს დედამიწაზე.