14.მე-14 ჯგუფის ელემენტები
14.3.გერმანიუმის ქვეჯგუფი
კითხვა:
როგორ მიიღება გერმანიუმის ქვეჯგუფის ელემენტების სულფიდები და დისულფიდები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
პასუხი:
Pb(II)-ის სულფიდი მიიღება ტყვიისა და გოგირდის უშუალო შეერთებით:
Pb + S → PbS
კალა ენერგიულად უერთდება გოგირდს Sn(II)-ის სულფიდის წარმოქმნით:
Sn + S → SnS
კალას დისულფიდი - SnS2 მიიღება მიკროდისპერგირებული კალას, გოგირდის და ამონიუმის ქლორიდის ნარევის გახურებით. კალას დისულფიდი ოქროსფერია, რის გამოც მას “მოზაიკურ ოქროს” უწოდებენ.
გოგირდთან გერმანიუმის შელღობით მიიღება Ge(II)-ის სულფიდი:
გერმანიუმის და გოგირდის გაცხელებით 600 °C-მდე, მიიღება გერმანიუმის დისულფიდი: