სტუმრები
დღეს საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია 10 წლის გახდა სპქა-ს გამგეობის სახელით მინდა მივულოცო ეს საიუბილეო თარიღი ასოციაციის თითოეულ წევრს. ასოციაცია თავის საქმიანობას სწორედ მათი მხარდაჭერითა და თანადგომით ახორციელებს. დღეს ასოციაციას ჰყავს 100-ზე მეტი წევრი, რომელთა შორის არიან სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სამრეწველო ორგანიზაციებში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, ქიმიკოსები და სტუდენტები.
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია 10 წლის გახდა
სპქა-ს გამგეობის სახელით მინდა მივულოცო ეს საიუბილეო თარიღი ასოციაციის თითოეულ წევრს. ასოციაცია თავის საქმიანობას სწორედ მათი მხარდაჭერითა და თანადგომით ახორციელებს. დღეს ასოციაციას ჰყავს 100-ზე მეტი წევრი, რომელთა შორის არიან სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სამრეწველო ორგანიზაციებში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, ქიმიკოსები და სტუდენტები.
სპქა-ს უმთავრესი მიზანი არის ქიმიის დარგის პოპულარიზაცია და მისი წევრებისა და ზოგადად ქიმიკოსთა პროფესიული ხელშეწყობა. ასევე, ვცდილობთ თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ქიმიის სხვადსხვა სფეროში.
მაინც რა გაკეთდა ამ 10 წლის განმავლობაში?
ზუსტი ჩამონათვალის გაკეთება რთულია, თუმცა შევეცდები ჩვენი აქტივობების რამდენიმე ძირითადი ღონისძიებების ჩამოთვლა:
- ოლიმპიადები
2016 წელს სპქა-ს აქტიური ჩართულობით საქართველომ მოიპოვა ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის მასპინძლის სტატუსი. ოლიმპიადა ჩატარდა დიდი წარმატებით, რომელშიც მონაწილეობდა 74 ქვეყნის 800-მდე წარმომადგენელი.
გარდა სპქა-ს ხელშეწყობით ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეები გადიან პერმამენტულ წვრთნას სხვადასხვა დონის საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობისათვის. დღეისათვის ჩვენი ქვეყნის მონაპოვარია 11 ბრინჯაოს მედალი და 1 დიპლომი.
- სამეცნიერო კონფერენციები:
სპქა-ს მიერ დაფუძნებული კონფერენციებია:
- საერთაშორისო კონფერენცია ორგანულ ქიმიაში (ICOC-2009, ICOC-2011, ICOC-2014)
- ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია - Chemistry Today ( ICYS-2011, 2012, 2013, 2014, 2016)
- მოსწავლეთა რესპუბლიკური კონფერენცია „ქიმია ხვალ“ (2014, 2016) და „ოქროს რიცხვი“ (2018)
სპქა-ს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციები:
- 8-th Eurasian Meeting on Heterocyclic Chemistry (EAMHC-2014)
- 16th meeting of the IOBC-WPRS Working Group Microbial and Nematode Control of Invertebrate Pests (IOBC-2017)
- საგამომცემლო საქმიანობა:
- სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის „ქიმიის უწყევანი“ დაფუძნება
- სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა „50 წიგნი ქიმიაში“ გამოცემა (უკვე გამოცემულია 11 წიგნი)
- ინფოგრაფიკა „ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ“ თარგმნა ქართულ ენაზე და გამოცემაა
- კონფერენციების სამეცნიერო კრებულები
- და სხვა
- განხორციელებული პროექტები
- ქიმიკოსთა დასაქმების ბაზრის კვლევა
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დაფუძნება გურიაში და გურიის რეგიონის ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის მასწავლებელთა 60%-ს გადამზადება ლაბორატორიულ ტექნიკაში
- ნორჩ ქიმიკოსთა გლობალური ქსელის (www.chemclub.edu.ge) შექმნა, 300-მდე კლუბის გახსნა და 350 მასწავლებლის გადამზადება
- პოლულარული ლექციები ქიმიაში საჯარო სკოლებისათვის
- პროექტი "მასწავლებელთა საგნობრივი გაერთიანებების ჩართულობა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
- "შეიყვარე პროფესია, შეაყვარე სხვას"
- პროფესორ გოგი ჭირაქაძის პრემია
- პროექტი "მინერალების ენციკლოპედია"
- პროექტი "ნობელიანტები ქიმიაში"
- იდეების ინკუბატორი
- და სხვა
- ონლაინ რესურსები
- ქიმიის პორტალის შექმნა chemistry.ge
- ელემენტთა პერიოდული სისტემა
- ელემენტთა აქტიურობის მწკრივი
- ლექსიკონები & ცნობარები
- კანონები, წესები, ტერმინები ქიმიაში
- მინერალები
- აბრევიატურები ქიმიაში
- ნობელიანტები ქიმიაში
- ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ
- რა მოხდა ქიმიაში დღევანდელ დღეს?
- სასწავლო რესურსები
- ვიდეო გაკვეთილები ქიმიაში
- კომპლექსური დავალებები ქიმიაში
- ტესტირებისა და გამოცდების ცენტრი
- ჰკითხე მეცნიერს
- ფიზიკურ-ქიმიური კონსტანტების ცხრილები & სხვა სასარგებლო რესურსები (ანიონების დასახელება; ელემენტთა ვალენტობა; მეტრული (SI) პრეფიქსები ; იოური ნაერთების დასახელება; ზოგიერთი ფიზიკური კონსტანტა; ხსნადობის ცხრილი; ელემენტთა ელექტროუარყოფითობის ცხრილი; ერთმაგი ბმის ენერგიები; მჟავა-ფუძე ინდიკატორები; ტემპერატურის კონვერტორი; მრავალატომიანი იონები; ელემენტთა ჟანგვითი რიცხვები; ფიზიკური სიდიდის გადამყვანი ფორმულები; მინერალები)
- და სხვა
ესაუბრა www.chemistry.ge
გამოქვეყნებულია 07-04-2021