1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.2.ტუტე მეტალები

კითხვა:

ელემენტთა პერიოდულობის ცხრილის რომელი ელემენტის ანალოგიურ თვისებებს ამჟღავნებს ლითიუმი? რა ეწოდება ამ მსგავსებას?

 

პასუხი:

 ლითიუმი მაგნიუმის მსგავსად (Mg3N2) ადვილად უერთდება აზოტს  Li3N. მაგნიუმის და ლითიუმის ზოგიერთი მარილი - ფთორიდები, კარბონატები, ორთოფოსფატები, ჰიდროქსიდები  - მცირედხსნადებია. ამ მსგავსებას ეწოდება პერიოდულ სისტემაში დიაგონალური მსგავსება.