14.მე-14 ჯგუფის ელემენტები

14.1.ნახშირბადი

კითხვა:

რომელ ნაერთთან ურთიერთქმედებისას გამოყოფს ნახშირბად(IV)-ის ოქსიდი მოლეკულურ ჟანგბადს? სად გამოიყენება ეს რეაქცია? დაწერეთ რეაქციის ტოლობა.

 

პასუხი:

მცენარეების ფოთლებში ფოტოსინთეზის შედეგად ნახშირბად(IV)-ის წყალთან ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება გლუკოზა და ჟანგბადი:

6 CO2 + 6 H2O → C6H12O6 + 6 O2

ფოტოსინთეზის უნარი აქვს მწვანე პიგმენტის - ქლოროფილის შემცველ მცენარეებს. ფოტოსინთეზი ძირითადად მწვანე ფოთლებში მიმდინარეობს. ქლოროფილს აქვს სინათლის შერჩევითი შთანთქმის უნარი. შთანთქმის მაქსიმუმი სპექტრის ხილული ნაწილის წითელ არეში მდებარეობს. შთანთქმული სინათლის ენერგიის ხარჯზე მწვანე პიგმენტი (ქლოროფილი) შლის წყალს, რასაც ახლავს ჟანგბადის გამოყოფა:

წარმოქმნილი ატომური წყალბადი იხარჯება CO2-ის აღდგენაზე.